ტრამპმა ბრიტანეთის მეფესთან შეხვედრისას პროტოკოლი დაარღვია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პროტოკოლი დაარღვია და დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს მხარზე ხელი დაადო,- ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
„ტრამპმა მეფეს მხარზე ხელი მოჰკიდა, რითაც სამეფო პროტოკოლი დაარღვია. დაუწერელი წესია: არასდროს დაიწყოთ ფიზიკური კონტაქტი სამეფო ოჯახის წევრთან“, – წერს გამოცემა.
როგორც სხეულის ენის ექსპერტმა ჯუდი ჯეიმსმა აღნიშნა, ეს ჟესტი, შესაძლოა, პოლიტიკური ხასიათის ყოფილიყო.
მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩარლზ III-ის შეერთებულ შტატებში ვიზიტისთვის მზადების ფარგლებში, ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, ბრიტანული დროშების ნაცვლად, შეცდომით ავსტრალიის დროშები აღმართეს.
შეგახსენებთ, ჩარლზ III-ის ვიზიტი ემთხვევა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250-ე წლისთავს ბრიტანეთის მმართველობისგან და კორონაციის შემდეგ მონარქის ყველაზე მნიშვნელოვან მოგზაურობად ითვლება.