ვაშინგტონში გამართულ ვახშამზე სროლაში ეჭვმიტანილს ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს
მამაკაცს, რომელიც ვაშინგტონში დონალდ ტრამპის თანდასწრებით გამართულ ვახშამზე ცეცხლის გახსნაშია ეჭვმიტანილი, აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ბრალი წაუყენეს.
31 წლის კოულ ტომას ალენს, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსიდანაა, ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
„მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ჯ. ტრამპის მკვლელობა სცადა“, – განაცხადა პროკურორმა ჯოსელინ ბალანტინმა პროცესზე.
ამასთან, კოულ თომას ალენს კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დანაშაულის ჩადენის დროს და დანაშაულის ჩადენის განზრახვით შტატებს შორის ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა.
თავად ალენმა მოკლე მოსმენაზე ბრალდებებს არ უპასუხა. როგორც მისმა ადვოკატმა, ტეზირა აბემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ადრე დაკავებული, ან ნასამართლევი არ ყოფილა.