არაღჩი: აშშ-ის პოზიციების მუდმივი ცვალებადობა დიპლომატიურ პროცესს აფერხებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების პროცესში პროგრესს აფერხებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პუტინი და არაღჩი ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგში შეხვდნენ.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ დესტრუქციული ჩვევების გაგრძელება, განსაკუთრებით მუდმივი დაუსაბუთებელი მოთხოვნები, პოზიციის მუდმივი ცვლილებები, მუქარის შემცველი რიტორიკა და ვალდებულებების მუდმივი დარღვევა, დიპლომატიის პროგრესს ანელებს“, – ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ის იღებს საჭირო გადაწყვეტილებებს შეერთებულ შტატებთან მიმდინარე დიპლომატიურ პროცესთან დაკავშირებით, დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ორი შემთხვევის, მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების, აშშ-ს სანქციებისა და ეკონომიკური ზეწოლისადმი „მიდრეკილების“, ასევე ირანის სავაჭრო გემების წინააღმდეგ „საზღვაო მეკობრეობის“ გაგრძელების გათვალისწინებით.