გიორგი ვოლსკი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სანქციების თემასაც განიხილავს და რევოლუციის ხელშეწყობის თემასაც
“კოლექტიური ნაცმოძრაობის ნებისმიერი წარმომადგენელი სანქციების თემასაც განიხილავს და უფრო მეტსაც ალბათ – რევოლუციის ხელშეწყობის თემას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„თუკი ამ დღეების განმავლობაში განცხადებას არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად არის თანამოაზრე იმ მიდგომებისა, რომელიც აქვს ნიკა გვარამიას თუ ნებისმიერ სხვა ადამიანს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას თქმით, ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილა.