დავით მათიკაშვილი: გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში შსს უამრავი მიმართულებით ძალიან ეფექტური იყო

“გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში შსს უამრავი მიმართულებით ძალიან ეფექტური იყო,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოება პრაქტიკულად ონლაინ რეჟიმში აკვირდებოდა ყველა იმ წარმატებულ ოპერაციას, რომელსაც შსს ახორციელებდა. რა თქმა უნდა გვაქვს რწმენა, რომ გეკა გელაძე ამ წარმატებულ საქმიანობას სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალურად დღეს ჩაიბარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები