ნინო წილოსანი – გვარამიას განცხადებაზე: ანტიქართული ძალები უცხო ძალებთან კოორდინაციით იწონებენ თავს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა შეაფასა ნიკა გვარამიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილა.
„ანტიქართული ძალები უცხო ძალებთან კოორდინაციით იწონებენ თავს. არ გაგვიკვირდება თუ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრას ისინი თავის სიძლიერედ აღიქვამენ. ერთი რაც ნამდვილად მიკვირს, ეს არის თავად ბრიტანეთის ელჩის სურვილი ან მზაობა, რომ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს შეხვდეს და რაიმე მოლაპარაკება აწარმოოს მათთან. საინტერესო იქნება თავად ელჩის მხრიდან ახსნა-განმარტება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.