როგორც ქართული კომპანიები აპრიორი არ ნიშნავს, რომ ცუდად მუშაობს, არც საერთაშორისო კომპანია არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი კარგად მუშაობს და აშენებს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველამ პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას და არ ეგონოს, რომ მას საქართველოში შეუძლია, რაღაც უხარისხოდ გააკეთოს, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო აბსოლუტურად ყველასგან მაღალ ხარისხს მოითხოვს.
„როგორც ქართული კომპანიები აპრიორი არ ნიშნავს, რომ ცუდად მუშაობს და მე იმედი მაქვს, ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ძალიან ხარისხიანად აშენებს და კიდევ უფრო მეტი გვინდა იყოს, არც საერთაშორისო კომპანია არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი კარგად მუშაობს და აშენებს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, საერთაშორისო კომპანია იქნება ეს, თუ ადგილობრივი, რომ ყველამ პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას და არ ეგონოს, რომ მას საქართველოში შეუძლია რაღაც უხარისხოდ გააკეთოს და ამას ვიღაც გაუტარებს. ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც ძალიან ცნობილი საერთაშორისო კომპანია აღმოვაჩინეთ, რომელიც საქართველოში სამწუხაროდ ხარისხიანად არ ოპერირებდა. არავის დავუტოვებთ იმის შესაძლებლობას, ჩათვალოს, რომ ჩვენს ქვეყანაში შეუძლია რაიმე დაბალი სტანდარტით გააკეთოს. აბსოლუტურად ყველასგან მოვითხოვთ მაღალ ხარისხს, თუ გნებავთ გვიწოდეთ პერფექციონისტები, მაგრამ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ მართლაც გვაქვს იმის ამბიცია, რომ ვიყოთ შეურიგებლები“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.