”ყველა მღვდელმთავარს შეუძლია, ხმა მისცეს იმ მღვდელმთავარს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეკლესიის მართვა/გამგეობის დებულებაში მითითებულ კრიტერიუმებს” – დეკანოზი დავით ტატანაშვილი
”საპატრიარქო კანდიდატებს შეარჩევენ ფარული კენჭისყრით. ყველა მღვდელმთავარს შეუძლია, ხმა მისცეს იმ მღვდელმთავარს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეკლესიის მართვა/გამგეობის დებულებაში მითითებულ კრიტერიუმებს”, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა განაცხადა.
როგორც დეკანოზმა განმარტა, ამ სხდომაზე ჩანიშნავენ გაფართოებული კრების თარიღს.
“თუ ისე მოხდა, რომ მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ კანდიდატებს თანაბარი ხმები დაუგროვდებათ, მოხდება დამატებითი ტურის ჩანიშვნა ამავე სხდომაზე და გაირკვევა, ვინ იქნება საპატრიარქო ტახტის მესამე კანდიდატი “, – განაცხადა დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.