მეფე ჩარლზ III მეუღლესთან ერთად აშშ-ში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი ავიაბაზიდან თეთრ სახლში გაემგზავრნენ, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა უმასპინძლეს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მეფე ჩარლზ III აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები