მდინარე ანთოკისხევზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

default

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი – ბაკურციხე – ლაგოდეხის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრზე, მდინარე ანთოკისხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე ანთოკისხევზე არსებული სახიდე გადასასვლელი აგებული იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში. ხიდი დაზიანებული იყო და სატრანსპორტო მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. მის ნაცვლად აშენდა ერთმალიანი ჭრილკოჭოვანი სისტემის ახალი ხიდი, რომლის სიგანე – 14.6 მეტრი, ხოლო მთლიანი სიგრძე 29.2 მეტრია. ხიდს აქვს ორი სანაპირო ბურჯი.

ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები