თეთრი სახლი იანუკოვიჩს კიევის ცენტრიდან ჯარების გაიყვანისკენ მოუწოდებს

  ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწოდებს, კიევის ცენტრიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს უსაფრთხოების ძალები და ოპოზიციას საპროტესტო აქციის გასამართად ნება დართოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება.
“მოვუწოდებთ პრეზიდენტ იანუკოვიჩს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს კიევის ცენტრიდან ჯარები და პატივი სცეს მომიტინგეთა უფლებას, საპროტესტო აქციის გამართვასთან დაკავშირებით. ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, მშვიდობიანად მოიქცნენ. მოვუწოდებთ უკრაინელ სამხედროებს, არ ჩაებან კონფლიქტში, რომელიც მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები