კიევში 22 წლის ჟურნალისტი გარდაიცვალა

  კიევში კიდევ ერთი ჟურნალისტი გარდაიცვალა. გამოცემა “სპორტანალიტიკის” ჟურნალისტი იგორ კოსტენკო მაიდანზე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ “ინტერფაქსი” გამოცემაზე “სპორტანალიტიკა” დაყრდნობით იუწყება.
“ჟურნალისტი გმირულად დაიღუპა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ოქტომბრის სასახლესთან მოკლულის ცხედარი ამოიცნეს. დაღუპულია 22 წლის სტუდენტი იგორ კოსტენკო, რომელიც ტერნოპოლის მკვიდრია”, – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები