უკრაინაში შინაგანი ჯარის 70-მდე სამხედრო მძევლად აიყვანეს
უკრაინის შინაგანი ჯარის 70-მდე სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა უცნობია. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 70 მდე სამხედრო ექსტრემისტებმა დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “კორესპონდენტ.ნეტ”-ი ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, კოლეგების გასათავისუფლებლად სამართალდამცველ ორგანოებს უფლება აქვთ გამოიყენონ ყველა საშუალება, რომლის გამოყენების უფლებასაც მათ შესაბამისი კანონმდებლობა ანიჭებთ, მათ შორის იარაღის. სამინისტროს ინფორმაციით, შინაგანი ჯარის 70-მდე მოსამსახურე რადიკალურად განწყობილი ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად მძევლად არის აყვანილი.