ლონდონის სასტუმროში აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა
ლონდონში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იუწყება. ინციდენტი სასტუმრო Hyatt Regency Churchill-ში მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქება სარდაფში გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქებამ შენობის ნაწილობრივი დანგრევა გამოიწვია. აფეთქების დროს სასტუმროში დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფებოდა. მოხდა მათი ევაკუაცია. დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის 5 ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.