თურქეთში ძლიერმა შტორმმა მსხვერპლი გამოიწვია(ფოტო)

თურქეთში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ძლიერი შტორმისა და თანმხლები ძლიერი წვიმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

შტორმის ძირითადი კერები გაზიანტეპისა და შანლიურფას პროვინციებში იყო.

მედიის თანახმად, გაზიანტეპში 23 ადამიანი დაშავდა. ქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიებზე წყალდიდობა, შენობების, ავტომობილებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანება დაფიქსირდა. ოღუზელის რაიონში ასევე დაფიქსირდა ტორნადო.

შანლიურფას პროვინციაში შედეგები კიდევ უფრო მძიმე იყო: TRT Haber-ის ცნობით, ბირეჯიკისა და ვირანშეჰირის რაიონებში ერთი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.

უამინდობის გამო რეგიონში დროებით შეჩერდა სასწავლო პროცესი და შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, 4 მაისს თურქეთის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის გაფრთხილება გავრცელდა: ძლიერი ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია ადანაში, ოსმანიეში, ჰათაიში, აღმოსავლეთ მერსინსა და სამხრეთ-დასავლეთ ქაჰრამანმარაშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები