ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების პროცესი.
“აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს 20-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო დამატებით 30-ზე მეტ პროექტზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
ვახტანგ ბერიძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა ყველა პროექტისა და პროგრამის დროული და ხარისხიანი შესრულება და გასცა კონკრეტული დავალებები მათი ეფექტიანი განხორციელებისთვის,”- წერია ინფორმაციაში.