მოსკოვის აეტოპორტებში რეისები შეჩერებულია
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტმა ყველა თვითმფრინავის ჩამოფრენა და გაფრენა შეაჩერა,- ამის შესახებ აეროპორტის პრესსამსახურმა Telegram-ის არხზე განაცხადა.
განცხადებაში განმარტებულია, რომ დროებითი შეზღუდვები „ხალიჩის“ გეგმის გამოცხადებასთან დაკავშირებით შემოიღეს.
გეგმა „ხალიჩა“ ყველა თვითმფრინავისთვის დახურული ცის რეჟიმია, რომლის დაწესებაც შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის ამინდის უეცარი ცვლილებისა და დრონებით თავდასხმების საფრთხის გამო.
„მგზავრები მზად უნდა იყვნენ ფრენების უფრო ხანგრძლივი ლოდინისთვის, მიმდინარე უსაფრთხოების ზომების გამო“, – ხაზგასმით აღნიშნა პრესსამსახურმა.
მანამდე, თვითმფრინავების ჩასვლა-გამგზავრებაზე შეზღუდვები მოსკოვის სხვა აეროპორტებშიც დაწესდა – ვნუკოვოში, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში.
ასევე, ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომაც განმარტა, რომ ზომები ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული.
5 მაისის ღამეს, რუსეთის ტერიტორიაზე 289 უკრაინული დრონი ჩაჭრეს და გაანადგურეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზოგიერთი სამიზნე მოსკოვთან მიახლოებისას განეიტრალდა.