ბათუმში სანდასუფთავების სამსახურის ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა

ბათუმში სანდასუფთავების სამსახურის ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა. ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბავშვმა დაზიანება სახის არეში მიიღო.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები