ლაშა დარსალია: საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით გადადგა ნაბიჯები

ვისაუბრეთ არსებულ ვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც მთელი რეგიონი დგას და ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს რეგიონული თანამშრომლობის და დაკავშირებადობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საერთაშორისო კონფერენცია „ერევნის დიალოგი 2026-ზე“ საუბრისას
განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით გადადგა ნაბიჯები.

„ეს არის პროცესები, რომელსაც საქართველო 30 წელი ელოდებოდა და თვითონ საქართველოც, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი, უზრუნველყოფს და ბევრს სთავაზობს მთელს რეგიონს თანამშრომლობის თვალსაზრისით. საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით გადადგა ნაბიჯები“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო კონფერენცია „ერევნის დიალოგი 2026“ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები