ლევან მაჭავარიანი: ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით

“ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„არ ვეთანხმებით „ნეიტრალურ საქართველოს“ იქიდან გამომდინარე, რომ კი რა თქმა უნდა ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ეს ურთიერთობები უნდა აღდგეს და განვითარდეს ყველა დონეზე. ევროკავშირთან არაფერი დაგვითმია, შესაბამისად, შენარჩუნებული სუვერენიტეტით და ღირსებით ვაგრძელებთ სვლას“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აქამდე გატარებული კურსიდანაც კი უხვევს, სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ვხედავთ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით, იმ ფიგურასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაციისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები