რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის პოლტავის ოლქზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმები დაფიქსირდა პოლტავის რაიონში რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც დაზიანდა სამრეწველო ობიექტი და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
შეტევის შედეგად ასევე დაზიანდა გაზმომარაგების სისტემა, რის გამოც დაახლოებით 3 480 აბონენტი გაზის გარეშე დარჩა.
დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი და შესაბამის დახმარებას იღებენ.
ასევე რუსულმა ძალებმა იერიშები კიევის, დნეპრის, ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებზე მიიტანეს.