ბელგოროდის ოლქში უკრაინული დრონებით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის ბელგოროდის ოლქში უკრაინული დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა.
„შებეკინოში, კერძო სახლთან ახლოს, დრონის თავდასხმას ქალი ემსხვერპლა. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მოსვლამდე ადგილზევე დაიღუპა“, – აცხადებს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი.
ინფორმაციისთვის, უკრაინულმა ძალებმა ჩუვაშეთის დედაქალაქ ჩებოქსარიზე 5 მაისის ღამეს დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ერთ-ერთი დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.