ალასანიამ პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების ცენტრალურ აფრიკაში, სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთვის შესახებ მოახსენა
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტს მოახსენა მთავრობის გადაწყვეტილება ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის ჩართვის შესახებ. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, კონსტიტუციით დადგენილი წესის თანახმად მოახდინოს აღნიშნული საკითხის ინიცირება საქართველოს პარლამენტში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე.