სომხური პრესა: საქართველო სომხურ-რუსულ კომუნიკაციებს ბლოკავს?

სომხური პრესა საქართველოს გეგემებით დაინტერესდა, თუ რა გზით წავა ჩვენი ტრანზიტი-ქვეყანა. გამოცემა lragir.am სვამს კითხვას დაბლოკავს თუ არა საქართველო სომხურ-რუსულ კომუნიკაციებს. „ნოემბრის შუა რიცხვებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის სომხეთში ვიზიტი იყო ანონსირებული. მხარეებს სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიენების შემდეგ ევრაზიული ტვირთების ტრანზიტთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილათ. მაგრამ ჯერჯერობით, ეს საკითხები ჰაერშია ჩამოკიდებული და ვერავინ იტყვის დაზუსტებით, დაბლოკავს თუ არა საქართველო სომხურ-რუსულ კომუნიკაციებს თუ, პირიქით, განავითარებს მათ. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული დათანხმდებიან თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერას და ფაქტიურად, თავიანთი ჯარების გაერთიანებას. ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული რა პოზიციას გამოთქვამს დასავლეთი ევროკავშირის და ნატოს სახით“, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები