იაცენიუკი რუსეთს მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს

კიევი რუსეთს დონბასში სიტუაციის შესახებ „სერიოზული მოლაპარაკებების“ გასამართად ნეიტრალურ ტერიტორიაზე იწვევს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა.
„ჩვენ რუსეთის ფედერაციას შესაბამისი სერიოზული მოლაპარაკებების გასამართად ნეიტრალურ ტერიტორიაზე ვიწვევთ. ყველაფერი, პირველ რიგში, რუსეთის პრეზიდენტზე და მის გარემოცვაზეა დამოკიდებული. თუ მოისურვებს ის საკმარის პოლიტიკურ ნებას იპოვის იმისთვის, რომ უკრაინაში ომი შეწყვიტოს“, – განაცხადა იაცენიუკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები