ლევან ბერძენიშვილის ლექცია „მტრობა არ არსებობს“ გაიმართება

დღეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტი (GAU), საჯარო ლექციების ციკლის „GAU – ღე კარი გამოწვევებს“ ფარგლებში, ლევან ბერძენიშვილს უმასპინძლებს.
„მტრობა არ არსებობს“ – ამ იდეას სტუმარი ვაჟა-ფშაველასა და სხვა ქართველ მწერალთა შემოქმედების მაგალითზე განიხილავს. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდება და მეორე ნახევარი ტრადიციულად დისკუსიას დაეთმობა.
პროექტის „GAU-ღე კარი გამოწვევებს“ ფარგლებში საჯარო ლექციების თემებს და სტუმრებს თავად სტუდენტები ირჩევენ – საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე სფეროს ექსპერტებთან შეხვედრა თვეში ორჯერ იმართება. საჯარო ლექციების ციკლი სექტემბრიდან მიმდინარეობს, შეხვედრები მწერალ დათო ტურაშვილთან, დრამატურგ ლაშა ბუღაძესა და გენდერის საკითხთა ექსპერტ ეკატერინე აღდგომელაშვილთან გაიმართა.
GAU-ღე კარი გამოწვევებს; GAU-ღე განსხვავებულად მოაზროვნეს; GAU-უმკლავდი პრობლემებს მსჯელობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები