საქართველო ცენტრალურ აფრიკაში, სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთვება

  საქართველო ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთვება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა, მისია ექვსთვიანი იქნება და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული მიიღებს მონაწილეობას. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს მისია, ისე როგორც სხვა მისიები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის წარმატებული იქნება.
“საქართველოს მთავრობამ განიხილა ევროკავშირის თხოვნა, რომ საქართველო ჩაერთოს ევროკავშირის ოპერაციაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ამის თაობაზე მიღებულია გადაწყვეტილება. ესაა ჰუმანიტარული, მორალურად გამართლებული მისია. ესაა მისია, რომელსაც ევროკავშირი გაეროს რეზოლუციის შესაბამისად ახორციელებს. დეტალებზე ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურებთან მოლაპარაკებები გაიმართება. მისია დაახლოებით 6 – თვიანი იქნება. იგი დაიწყება მაისში და სამშვიდობო მისიაში ჩართული იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები