პუტინის მექანიკური ფიგურა 35 000 ევროდ გაიყიდა (ვიდეო)

  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მექანიკური ფიგურა „ბლექერის“ აუქციონზე 35 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია აუქციონის საიტზე გავრცელდა. როგორც ცნობილია, ფიგურის საწყისი ფასი 18 ათასი ევრო იყო. მყიდველის ვინაობა კონფიდენციალურია.
მაგიდასთან მჯდომი პუტინი, შოსტაკოვიჩის მუსიკის ფონზე რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკაში გაერთიანებასთან დაკავშირებით ხელს აწერს. მექანიკური ფიგურის ანოტაციაში ასევე ნათქვამია, რომ პუტინის ხელი და თავი მოწერისას მოძრაობს. 51 სანტიმეტრიანი ფიგურა შვეიცარმა კრისტიან ბეიმ შექმნა. მექანიკური ფიგურის აუქცონზე გატანის შესახებ ინფორმაცია ოქტომბერში გავრცელდა. ბრიტანულმა გამომცემლობამ „ინდენფენდინტმა“ დაწერა, რომ თოჯინაში სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონს გადაიხდიან, რადგან კრისტიან ბეის წინა ნამუშევარი ბიჭუნა ფლეიტით, რომელსაც მან 15 ათასი საათი დაუთმო, 6 მილიონად გაიყიდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4UUnsYqNx54″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები