„ალფონსი“ მამაკაცების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
არავინ დავობს იმაზე, რომ ოცდამეერთე საუკუნე ემანსიპირებული ქალების საუკუნეა. თუმცა, მიზეზებზე მსჯელობა თუ რატომ ხდება მაინცდამაინც ისე, რომ ქალმა დღევანდელობაში გაცილებით უფრო მეტი დამოუკიდებლობა და ლიდერის პოზიცია შეიძინა შორს წაგვიყვანს და სტატიის თემატიკასაც გვარიანად დაგვაშორებს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამჯერად მერწყულის ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც თავისთავად გულისხმობს გენდერული თანასწორობის თემატიკის წინ წამოწევას საზოგადოებაში. ურანი მერწყულის მმართველი პლანეტა ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ასტროლოგები ე.წ. “ორსქესიანთა” ანუ ბისექსუალური ენერგეტიკის მატარებელ პლანეტად მოიაზრებენ. შესაბამისად, ოცდამეერთე საუკუნემ ამაოდ როდი მოიტანა როგორც გენდერის, ისე სექსუალურ უმცირესობათა საკითხის აქტუალიზაცია… თუმცა, რაც არ უნდა ემანსიპირებული იყოს ქალი, ეპოქისდა მიუხედავად, მას ყოველთვის სურს და სჭირდება გვერდით ეგულებოდეს ემოციურადაც და ფიზიკურადაც მასზე ძლიერი, სტაბილური და მენტალურად თანასწორი მამაკაცი. მაგრამ სამწუხაროდ, ოდითგანვე არსებობდნენ “ძლიერი სქესის სუსტი წარმომადგენლები”, რომელთაც არასოდეს ექმნებოდათ დისკომფორტი ქალის ხარჯზე ცხოვრების გამო… სიმართლე რომ ითქვას, ამ ფაქტში ხშირად თავად ქალებიც არანაკლებ არიან დამნაშავეები, მარტივი კანონზომიერებაა: ურთიერთობაში ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს. თუმცა, მოდით, ასტროლოგიური კუთხითაც გავშალოთ თემა და გამოვარკვიოთ, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს გააჩნიათ ყველაზე მეტი მიდრეკილება ალფონსობისკენ:
ტყუპი – ჰაერის სტიქიის ამ წარმომადგენელს, როგორც წესი ხანგრძლივი ვადით არაფერზე დარდი არ ახასიათებს. მათ შორის არც ფინანსური პრობლემები უქმნის დისკომფორტს განსაკუთრებულად. მით უმეტეს, რომ თანდაყოლილი ენაწყლიანობისა და კომუნიკაბელურობის გამო იგი ფლობს მამაკაცისთვის საჭირ “კოზირს”, რომელიც ქალების მოხიბვლისას პრაქტიკაში ძალიანაც გამართლებულია – ქალებს ხომ “ყურებით უყვართ”, ტყუპს კი საკმარისზე მეტად აქვს ალესილი ენა საიმისოდ, რომ არა ერთ არამედ ერთბაშად რამდენიმე ქალსაც დაახვიოს თავბრუ. ამიტომ პარალელური რომანები და თითოეული პარტნიორისგან “საჭირო სარგებლის” მიღება ტყუპი მამაკაცისთვის პრობლემა ნამდვილად არ გახლავთ.
მშვილდოსანი – მათ შორის, როგორც წესი ასაკოვანი და მდიდარი ქალბატონების მოყვარული ინდივიდები გვხვდებიან. მამაკაცი მშვილდოსანი საოცრად ქარიზმატული, მომხიბვლელი და მხიარული ნატურაა. მასთან ერთად, ნებისმიერი ქალი თავს “ერთადერთად და განუმეორებლად” იგრძნობს, მანამ სანამ კარგად არ დაძებნის პარტნიორის ცხოვრებაში თავისნაირ “ერთადერთებსა და განუმეორებლებს”, რომელთა რიცხვიც მინიმუმ სამს მაინც აღემატება. შესაბამისად, ბევრი მშვილოდსანი “სარფიანად აბანდებს” საკუთარ შესაძლებლობებს და აქტიურად ირჩევს ისეთ ქალს, რომელსაც ფულთან და ძალაუფლებასთან ერთად არ გააჩნია ზედმეტი პრეტენზიები მის მიმართ.
მერწყული – კაცმა რომ თქვას, მას სექსის თემა ბიოლოგიურ დონეზე უფრო აინტერესებს ვიდრე პრაქტკიულად. თუმცა, სწორედ ამ ინტერესის გამო ხდება ზუსტად ის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი მრავალფეროვნების დიდოსტატია ინტიმურ ურთიერთობაში. იგი იდეალური მეგობარი, მრჩეველი და თანამოაზრეა ქალისთვის. ერთადერთი, რაც მას დიდად არ ანაღვლებს ეს ფული და მისი გამომუშავების გზებია. ზოგადად ფული, არასოდესაა მერწყულისთვის თვითმიზანი ან იმიჯის განმსაზღვრელი კოეფიციენტი. შესაბამისად, მერწყული მარტივად ეგუება ქალის დომინირების საკითხს პარტნიორობაში. უფრო მეტიც, მან შესაძლოა საოჯახო საქმეებიც კი აიღოს თავის თავზე, თუკი მეუღლე/პარტნიორი აქტიური სოციალური ცხოვრებით ცხოვრობს და ამის ხარჯზე კარგად გამოიმუშავებს.