მაკკეინმა ობამა უკრაინელების დაღუპვაში დაადანაშაულა

სენატორმა ჯონ მაკკეინმა აშშ-ს პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბარაკ ობამა იმაზეა პასუხისმგებელი, უკრაინას იარაღი არ მიაწოდეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.
„როდესაც ჩემს ამომრჩევლებს ვეუბნები, რომ მას შემდეგ, რასაც პუტინი აკეთებს, ჩვენ დღემდე არ მივაწოდეთ უკრაინას იარაღი, მათ არ სჯერათ. არ სჯერათ, რომ ჩვენ უკრაინელების დაღუპვას ვუყურებთ იმ დროს, როდესაც დაცვის მიზნით იარაღსაც კი არ ვაწვდით. ისტორია ამ პრეზიდენტს გაასამართლებს არა მხოლოდ ისე, როგორც წარუმატებელ პრეზიდენტს, არამედ როგორც იმას, ვინც უდანაშაულო უკრაინელების უაზრო დაღუპვაზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა სენატორმა.
ეს განცხადება მაქქეინმა რუსული ჯარების გადაადგილების და უკრაინული საზღვრების მახლობლად შეიარაღების შესახებ შეტყობინების საპასუხოდ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები