ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 6 სამხედრო დაიჭრა

„ბოევიკები“ კვლავ დონეცკის აეროპორტის გასაკონტროლებლად იბრძვიან. ღამის განმავლობაში აეროპორტი არაერთხელ დიაბომბა. საღამოს კი „ბოევიკებმა“ აეროპორტის მორიგი შტურმი სცადეს. „ბოევიკების“ იერიში მოიგერიეს, სტრატეგიულ ობიექტს კი ისევ ანტიტერორისტული ძალები აკონტროლებენ.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, ღამით „ბოევიკები“ საარტილერიო და ნაღმმტყორცნელი დანადგარებიდან ისროდნენ ნიკიშინოს, მიუსის და ჩერნუხინოს რაიონებში. ბოლო 24 საათის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში 6 უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა. ახლა სამხედროები საავადმყოფოებში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები