დევიდ ქემერონი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შესაძლოა, გამკაცრდეს

დასავლეთის სანქციები რუსეთის წინაარმდეგ შესაძლოა, როგორც გამკაცრდეს, ისევე გაუქმდეს. ამის შესახებ, „როიტერის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა.
„თუ რუსეთი უკრაინის თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან მიმართებაში კონსტრუქტიულ პოზიციას დაიკავებს, ჩვენ შეგვიძლია სანქციების გაუქმების საკითხი განვიხილოთ, თუკი რუსეთი განაგრძობს სიტუაციის გამუქებას, ჩვენ შეგვიძლია სანქციები გავამკაცროთ. ყველაფერი მარტივია“, – განაცხადა ქემერონმა.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ რუსები უკრაინას „განვითარების საშუალებას მისცემს, როგორც დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანას, რომელიც საკუთარ არჩევანში თავისუფალია“. მანამდე ქემერონი აცხადებდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მხარს დაუჭერს, იმის მიუხედავად, რომ ახალი „ცივი ომის“ დაწყება არ სურს.
შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიუსელი სანქციების სიის გაფართოებას გეგმავს, სამშაბათს, 11 ნოემბერს გავრცელდა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი არ აპირებს ეკონომიკური სანქციების დაწესებას და მხოლოდ იმ რუსეთის მოქალაქეების სიას გააფართოებს, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები