ვარშავაში არეულობის შედეგად 50 ადამიანი დაიჭრა

ვარშავაში არეულობაა. პოლიციიასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშზე შეკრებილ დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად 50 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 25-მდე პოლიციელი.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ულტრამემარჯვენე მონაწილეების ჯგუფი ძირითად მსვლელობას გამოეყო და პოლიციას ქვები დაუშინა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 300 ადამიანი. მსგავსი მარშები პოლონეთში უკვე მეოთხე წელია ძალადობით სრულდება.
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს პოლონეთი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენას ზეიმობს.

10751961_866825200024386_1263296925_n

10799692_866825196691053_1005008054_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები