ინდოეთში იოგას სამინისტრო შექმნეს
ინდოეთში შექმნეს სამინისტრო, რომლის მიზანსაც ტრადიციული ინდური მედიცინის, კერძოდ კი იოგას და აიურვერდის პოპულარიზაცია წარმოადგენს. ამ ინფორმაციას სააგენტო „Reuters“-ი ავრცელებს. ინდოეთის ხელისუფლებამ სამინისტროს საჭიროებისათვის 2014-2015 ფინანსური წლისთვის 10,7 მილიარდი რუპია (დაახლოებით 174 მილიონი აშშ დოლარი) გამოჰყო. შრიპადა ნაიკის სიტყვებით, რომელიც ამ სამინისტროს ჩაუდგა სათავეში, ინდურმა ტრადიციულმა მედიცინამ ფართო გავრცელება ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა. „ ჩვენ მას მასებში შევიტანთ“, – აცხადებს მინისტრი.
ინდოეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ტრადიციული ინდური მედიცინის ცნობილი მოყვარულია. 2014 წლის სექტემბერში ნარენდრა მოდიმ გაეროს გენერალურ ასამბლეასაც კი მიმართა, სადაც იოგას საერთაშორისო დღის დაწესება ითხოვა.