„ისლამური ხალიფატი“ საკუთარი ვალუტის შექმნას გეგმავს
„ისლამური ხალიფატის“ ტერორისტებს საკუთარი ვალუტის შემოღება სურთ. ამ ინფორმაციას „The Daily Mail“-ი ავრცელებს.
ტერორისტები ვალუტის სახით დინარის შემოღებას აპირებენ, რომელიც ზოგადად არაბული ქვეყნების ვალუტების სახელწოდებას წარმოადგენს. „ხალიფატის“ მონეტები სუფთა ოქროსა და ვერცხლისგან იქნება დამზადებული.
გამოცემის ინფორმაციით, ცნობა ბოევიკების მიერ საკუთარი ვალუტის შემოღების შესახებ, მოსულსა და ნაინავის მეჩეთებში რელიგიური ლიდერების გაკეთებული განცხადებების წყალობით გავრცელდა. სავარაუდოდ „ხალიფატის“ დინარი მათ კონტროლირებად სირიის და ერაყის ტერიტორიაზე მიმოქცევაში რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოჩნდება. თავად ისლამისტები ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. ამ დროისთვის დინარი შემდეგ ქვეყნების: ალჟირი, ბაჰრეინი, ირანი, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ლიბია, ტუნისი და მაკედონიის ოფიციალურ ვალუტას წარმოადგენს. თუმცა ამ ქვეყნების დინარი ნაკლებად კეთილშობილი მეტალებისგან მზადდება.