ინდოელ ჩინოვნიკებს სახლში საპირფარეშოების ქონა დაავალდებულეს

ინდოეთის ქალაქ გუჯარათის ადგილობრივმა პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროეტი, რომელიც ჩინოვნიკებს სახლში საპირფარეშოების ქონას ავალდებულებს. ამ ინფორმაციას „NDTV“ ავრცელებს. კანონის მიღებიდან ნახევარი წლის განმავლობაში მოქმედი რეგიონალური მინისტრები ვალდებულები არიან შეამოწმონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. იმ შემთხვევაში, თუ მათ სახლებში საპირფარეშოები არ აღმოაჩნდებათ, ისინი თანამდებობას დაკარგავენ. კანონი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებსაც ეხება. არჩევნებში დარეგისტრირებისათვის მათ სახლში საპირფარეშოს ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ევალდებულებათ.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა-მოდი ქვეყანაში ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ აქტიურად გამოდის. მისი სიტყვებით, ეს წყალს დაბინძურებისგან იხსნის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 1,1 მილიარდ მოქალაქეს ტუალეტით არასოდეს უსარგებლია. ინდოეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი პირად საჭიროებებს დღესაც ქუჩაში უმკლავდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები