“სიმპსონების“ მომაკვდავი პროდიუსერი მთელ ქონებას საქველმოქმედო ორგანიზაციებს უტოვებს
მულტ-სერიალ „სიმპსონების“ თანა-ავტორი სემ საიმონი, რომელიც კიბოთია დაავადებული, მთელ თავის ოქნებას საქველმოქმედო ორგანიზაციებს უტოვებს. ამ ინფორმაციას გამოცემა „The Daily Telegraph“-ი ავრცელებს. საიმონის ქონება ამ დროისთვის 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. სემ საიმონმა თავისი განუკურნებელი დაავადების შესახებ 2012 წლის ბოლოს შეიტყო. მას შემდეგ პროდიუსერი აქტიურად ეწევა ქველმოქმედებას. 1984-1991 წლებში საიმონი მსახიობ ჯენიფერ ტილზე იყო დაქორწინებული. წყვილს შვილები არ ჰყავდა და საიმონს მემკვიდრეობაზე სხვა პრეტენდენტებიც არ ჰყოლია.
ჟურნალისტ მარია შრაივერთან ინტერვიუში პროდიუსერმა აღნიშნა, რომ სასიკვდილო დაავადების მიუხედავად, თავს უბედურად არ თვლის. რადგანაც მუდმივად მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში იმყოფებოდა. მან ასევე აღნისნა, რომ უკურნებელმა დაავადებამ ცხოვრების აზრის გააზრებაშიც დაეხმარა. სემ საიმონმა სერიალ „სიმპსონებზე“ მუშაობა ჯერ 1993 წელს მეორე თანაავტორთან მეთ გრეინინგთან უთანხმოების გამო შეწყვიტა. მაგრამ ამის მიუხედავად ის დღემდე სერიალის ტიტრებში აღმასრულებელ პროდიუსერად იხსენიება. საიმონმა სცენარისტის, რეჟისორის და პროდიუსერის რანგში ისეთი პროექტების შექმნაში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა: „ტაქსი“, „მხიარული კომპანია“, „სიბრაზის მართვა“ და სხვა. სემ საიმონი 9 „ემის“ ჯილდოს ლაურეატია. არც ისე დიდი ხნის წინ საიმონმა მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზე დოკუმენტური ფილმის შექმნაზე დათანხმდა. გადაღებებს ტელეარხი „Fusion „ აწარმოებს, რომელმაც უფლება მიიღო ფილანტროპის უკანასკნელი დღეები გადაეღო. სემ საიმონის უკანასკნელი დღეების ამსახველი ფილმი კომპანია „Wayfarer Entertainment“-ის მონაწილეობით იქმნება.