ევროკავშირის ლიდერებმა G-20 სამიტზე პუტინთან შეხვედრებზე უარი განაცხადეს
ევროკავშირის ხელმძღვანელობა G-20 სამიტის დროს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ შეხვედრებს არ აპირებს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანს“ ევროკომისიაში ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა. „არანაირი ორმხრივი შეხვედრა არ არის გათვალისწინებული“, – განუცხადეს „იუნიანს“. შეგახსენებთ, რომ G-20 სამიტი ავსტრალიაში 15-16 ნოემბერს ჩატარდება. გამოცემის ინფორმაციით, სამიტის დღის წესრიგში ეკონომიკური ზრდის საკითხები, ფინანსური წესები, ვაჭრობა, საბანკო კავშირი, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილებები, ებოლას ვირუსთან დაკავშირებული საკითხებია შეტანილი.