პატრიარქი კირილი: სიტყვა „რუსის“ გამოყენება საშიში არ არის

მისკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ხელისუფლების ყველა დონის ორგანოს და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს მიუწოდებს , რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ რუსი ხალხის ინტერესები და არ უგულებელყონ ისინი. გარდა ამისა, კირილის თქმით, სიტყვა „რუსის“ გამოყენება საჯარო საქმიანობაში საშიში არ არის.
ეს განცხადებები პატრიარქმა კირილმა მსოფლიო რუსი ხალხის შეკრების სხდომაზე გააკეთა. „რუსი ხალხის ბედი, მისი კეთილდღეობა, მისი ერთობა, ცნობიერების სიმწიფე რუსეთის სულიერი და პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებაში საკვანძო ფაქტორებად უნდა იქნას აღიარებული. ამის უგულებელყოფა სახელმწიფოს დანგრევას, ნელი მოქმედების ჭურვის გამოყენებას ნიშნავს“, – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები