ფეისბუქის მესინჯერმა 500 მილიონი მომხმარებელი დააგროვა
ფეისბუქზე სმს შეტყობინებების წამიერი გაცვლისთვის პლანშეტებისთვის და ტელეფონებისთვის მესინჯერი შეიქმნა, რომლითაც უკვე 500 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს.
შექმნისთანავე, აპრილში მომხმარებლის რაოდენობა გაორმაგდა, მაგრამ კრიტიკის ტალღაც აგორდა. კომპანიამ განაცხადა, რომ მომხმარებელს უნდა ესარგებლა ამ აპლიკაციით, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ, ვიდეო გაეგზავნათ და მეგობრებთან უფასოდ ესაუბრათ. კომპანიის გადაწყვეტილება მომხმარებელმა სკეპტიკურად მიიღო. ისინი ვერ ხვდებოდნენ, ეს რისთვის იყო საჭირო. კრიტიკის შედეგად App store-ის მაღაზიებში ამ აპლიკაციის ფასი საგრძნობლად დაეცა.
კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, 2011 წელს, ფეისბუქის მობილური ვერსიის გამოშვების დღიდან, ისინი მომხმარებლისთვის „სწრაფ და პრაქტიკულ“ საშუალებას ეძებდნენ.
„ჩვენ ვაგრძელებთ სიჩქარის გაუმჯობესებას. პროგრამა ორ კვირაში ერთხელ განახლდება და განვითარდება“, – განაცხადა კომპანიის პროდუქციის დირექტორმა პიტერ მარტინაცმა.კომპანიის ხელმძღვანელის სიტყვებიდან გამომდინარე, კრიტიკის მიუხედავად, ფეისბუქიდან ამ ფუნქციის წაშლა არ იგეგმება.
ამავე დროს, ფეისბუქი ელექტრონული კომუნიკაციის ბაზარზე საკუთარ პოზიციებს აძლიერებს. ოქტომბერში კომპანიამ პოპულარულ სერვის WhatsApp-თან 22 მილიარდი დოლარის ღირებულებაზე ხელშეკრულება გააფორმა. გარიგების შემდეგ ამ ფუნქციით თვეში 600 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს.