5 უჩვეულო და საშიში „ბიუთი-პროცედურა“: ბულბულის ექსკრემენტები და ცოცხალი ლოკოკინები სახისთვის

1. „თევზის პედიკიური“ რეალითი შოუდან – Keeping Up with the Kardashians-ი ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო კოსმეტიკურ პროცედურად ითვლება. ამ პროცედურის აზრი ის არის, რომ წყლით სავსე ავზში, რომელშიც პატარა თევზები ცურავენ, ფეხები უნდა ჩაალაგოთ და პატარა არსებები თქვენი კანის მკვდარ უჯრედებს „შესჭამენ“, შედეგად თქვენი კანი რბილი და ნაზი გახდება.
2. ნიუ-იორკში კიდევ ერთ საოცარ კოსმეტიკურ პროცედურას – „შიზუკას“ შემოგთავაზებენ. 180 დოლარად თქვენს სახეზე ბულბულის ექსკრემენტებს წაგისვამენ, რა თქმა უნდა, ბულბულს სპეციალური ხორბლით კვებავენ, რის გამოც კანი ლამაზი ხდება. გამოცანად რჩება, თუ რატომ დადის ხალხი ასეთ არასასიამოვნო პროცედურებზე, როდესაც სხვა საშუალებებიც არსებობს.
3. ზღაპრული სიამოვნების შესაგრძნობად, თუ როგორ დაცოცავენ თქვენს სახეზე ლოკოკინები, თქვენ ტოკიოში 243 დოლარის გადახდა მოგიწევთ. ღირს თუ არა, გაურკვეველია, თუმცა ლოკოკინები თურმე სახეზე მდიდარი ანტიოქსიდანტებით და ჰიალურონის მჟავით სავსე წებოვან გარსს ტოვებენ, რომელიც თქვენს კანს კვებავს, არბილებს და იცავს. ასეთ პროცედურაზე, სავარაუდოდ, ყველა ვერ გარისკავდა წასვლას, თუნდაც იგივე თანხა აქეთ რომ გადაეხადათ.
4. წურბელებს მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ, რომელიც იმ დროს ყველა ავადმყოფობას კურნავდა. დღემდე მათ ოპერაციის დროს ტრომბების განვითარებისგან თავის ასარიდებლად იყენებენ. მსახიობი დემი მური კი ამ პროცედურას სიბერესთან ბრძოლისთვის სტუმრობს. იმის მიუხედავად, რომ წურბელები სისხლს სწოვენ, ისინი ვამპირები მაინც არ არიან და მათი ნაკბენი სამუდამო ახალგაზრდობას ნაკლებად დაგვიბრუნებს.
5. თუ „თევზის პედიკიურმა“ არცთუ ისე აღგაფრთოვანათ, შეგიძლიათ სხვა პროცედურას მიმართოთ, მაგალითად, ქალაქ ჯაკარტის სალონში Heritage eflexology and Sp-ი მასაჟი გაიკეთოთ. იქ არაჩვეულებრივი მასაჟისტი – ნამდვილი პითონი დაგხვდებათ. პროცედურის მთავარი როლი „უხსენებლის“ სხეულზე სრიალი, ან მისი სიმძიმე კი არ არის, მთავარია თქვენი შიში. ის თქვენში გამოყოფს ადრენალინს და ამით ზედმეტ წონას „აშინებს“. სავარაუდოდ, საშინელებათა კლასიკური ფილმი იგივე შედეგს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები