ბრიტანული მთავრობა „რაშა თუდეის“ არაობიექტურობაში ადანაშაულებს (ვიდეო)
დიდ ბრიტანეთში შესაძლოა, რუსული ტელეარხის „რაშა თუდეის“ ახლახან დაწყებული მაუწყებლობა შეწყდეს. ბრიტანული მედიამარეგულირებელი „ოფკომი“ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების არაობიექტურად გაშუქებაში ადანაშაულებს. „როსია 24“-ის ინფორმაციით, საუბარია 4 სიუჟეტზე, რომლებშიც, მარეგულირებლის აზრით, მოვლენები არაობიექტურად გაშუქდა. თუ მსგავსი რამ განმეორდება, „ოფკომი“ დასჯის ზომებს განიხილავს ჯარიმის ან ლიცენზიის ლიკვიდაციის სახით.
ცნობილია, რომ ეს „რაშა თუდეის“ მიმართ პირველი შენიშვნა არ არის.
არხის ხელმძღვანელობამ იმედი გამოთქვა, რომ „ოფკომი“ პოლიტიკის ორმაგ სტანდარტებს არ მიემხრობა და მისი მოთხოვნები მასობრივი კომუნიკაციის ყველა საშუალებაზე გავრცელდება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=XSD_ky6DggI” width=”560″ height=”315″]