პეკინში სამიტის მონაწილეებმა თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა დადებითად შეაფასეს
ჩინეთში მიმდინარე აზიის და წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ახალი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის იდეას მხარი დაუჭირეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ცზინპინის განცხადებით, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა – ისტორიული ნაბიჯია და რეგიონის ქვეყნებს კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციისკენ მიუწოდა.
ჩინეთის წინადადებით, ასეთი ზონის განვითარების გეგმის შესასწავლად 2 -წლიანი პროექტი განხორციელდება. შედეგები კი ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების ლიდერებს წარედგინებათ.
პარალელურად, აშშ -ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობის შექმნას განიხილავენ, რომელიც ჩინეთის ძალაუფლების ზრდის პირობებში ამერიკული გავლენის შენარჩუნებაზე იქნება მიმართული, – წერს „ბი-ბი-სი“.
სავარაუდოდ, პარტნიორობაში 12 ქვეყანა შევა, თუმცა მათ შორის არც ჩინეთი, არც რუსეთი არ არის.