გრიგორი კარასინი: მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დეკემბერში გაიმართება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში და ჰერბერტ ზალბერთან ტელეფონით სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოს საკითხების შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებაზე ისაუბრა. „მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დეკემბერში გაიმართება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მოლაპარაკებებში რუსეთის, აშშ-ს, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჟენევის დისკუსიების საკვანძო საკითხად ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პრობლემა რჩება.
შეგახსენებთ, ჟენევის მოლაპარაკებები სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებზე 2008 წლიდან იმართება. დღესდღეობით, დე ფაქტო აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს წარმომადგენლებისთვის ეს დიალოგის ერთადერთი ფორმატია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები