პოროშენკო „მესამე მსოფლიო სიგიჟის“ დაწყების უფლებას არავის მისცემს
პეტრე პოროშენკოს ომის შეწყვეტა სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა.
„90 წლის წინ პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. მე მინდა ომი შევწყვიტო. მესამე მსოფლიო სიგიჟის დაწყების შანსი არავის მივცე“, – ნათქვამია პოროშენკოს შეტყობინებაში. უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირება შესაძლებელია. ამასთან, 5 ნოემბერს პეტრე პოროშენკომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები „თავდაცვის გამაგრების მიზნით“ ხარკოვში, მარიუპოლში და ბერდიანსკში გაგზავნა. მაშინ უკრაინულმა მთავრობამ განაცხადა, რომ არ არღვევს მინსკის შეთანხმებას, არამედ მხოლოდ „პესიმისტური სცენარისთვის“ ემზადება.