პუტინი პეკინში ქვეყნის პირველ ლედის ეარშიყებოდა (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში აზიის და წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტის დროს საქმიანი ეტიკეტის წესები დაარღვია და ქვეყნის პირველ ლედის პენ ლიუანს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ამის შესახებ „Foreign Policy“ წერს. პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ცზინპინის მეუღლის გვერდით იჯდა. როდესაც ცზინპინი ობამას მიუტრიალდა, პუტინი მკვეთრად ადგა, აიღო თავისი პალტო და პირველ ლედის მხრებზე დააფარა.
პენ ლიუანმა გაიღიმა და მიიღო პალტო პუტინისგან, შემდეგ კი წამებში ადგა, თავის ასისტენტს საკუთარი ქურთუკი გამოართვა და ჩაიცვა.
პუტინის ეს ჟესტი ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ შენიშნა და კომენტარიც გააკეთა: „პუტინმა პენ ლიუანის მხრები პალტოში შეახვია“, – თქვა კომენტატორმა.
ვიდეოზე ეს მომენტი მე-40 წამზეა ასახული. საინტერესოა, რომ ვიდეო გავრცელების შემდეგ რამდენიმე საათში ჩინურმა მედიამ ეს მასალა საკუთარი ვებგვერდებიდან წაშალა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=HsbPFmTyt_A” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები