რუსეთი შესაძლოა “აიფონისა” და “აიპადის” გარეშე დარჩეს
პირველი იანვრიდან შესაძლოა რუსეთი “აიფონისა” და “აიპადის” გარეშე დარჩეს. კომპანია “ეფლის” თანამშრომლები არაოფიციალურ საუბრებში შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ ზეწოლაზე მიანიშნებენ და კომპანიას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში ჩართვას სთხოვენ.
ხელისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანია “იოსის” ოპერაციულ სისტემას დისტანციურად გათიშავს. თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხელისუფლების მოთხოვნის შესრულება არ სურთ, რადგან რუსეთის ბაზარი პერსპექტიული და მომგებიანია.
თუმცა ოფიციალური ვაშინგტონის პირდაპირი ბრძანების შემთხვევაში, “ეფლი”, როგორც ამერიკული იურისდიქციის ფარგლებში მოქმედი კომპანია, ვალდებულია მითითებებს დაემორჩილოს.
არსებობს მეორე მიზეზიც, რის გამოც “ეფლის” პროდუქტები შეიძლება ხმარებიდან ამოიღონ. ეს არის რუსეთში მონაცემთა დაცვის შესახებ მიღებული ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, პერსონალური ინფორმაცია და ტელეფონის ნომრები რუსეთის ტერიტორიაზე უნდა ინახებოდეს. “იოსის” ოპერატიული სისტემა კი ამ მონაცემებს შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერზე ინახავს.