პუტინმა პეკინში ხე დარგო (ვიდეო)
პეკინში აზიის და წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტი მიმდინარეობს. სამუშაო სხდომაზე სახელმწიფოების ლიდერები ლიმუზინებით მივიდნენ და მხოლოდ რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტები საკუთარი ავტომობილების მომსახურებას ენდნენ. სხდომის დარბაზში ობამა და პუტინი ერთად შევიდნენ, პარალელურად პრეზიდენტები რაღაცაზე საუბრობდნენ. შემდეგ პუტინმა ობამას მხარზე მოკიდა ხელი. სხდომის შემდეგ კი ლიდერებმა სურათები გადაიღეს. ობამა და პუტინი ერთად ყველაზე ბოლოს მივიდნენ. ბოლოს სამიტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით პუტინმა სხვა ლიდერებთან ერთად საკუთარი სახელობის ხე დარგო.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vqHiX0BrT8E” width=”560″ height=”315″]