პალესტინელმა 14 წლის ებრაელი გოგონა დანით მოკლა
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 14 წლის ებრაელი გოგონა მოკლეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი ნიუსი“ იტყობინება.
როგორც ცნობილი გახდა, გოგონა პალესტინელმა დანით ავტობუსის გაჩერებაზე მოკლა. თავდამსხმელმა ასევე 2 მამაკაცი დაჭრა.
ცნობილია, რომ ისრაელში შემთხვევას ტერაქტი უწოდეს. The Times of Israel-ის განცხადებით, თავდაპირველად პალესტინელი ადამიანებზე ავტობუსით დაჯახებას გეგმავდა, როდესაც ეს არ გამოვიდა, იგი თავს დაესხა გაჩერებაზე მყოფ გოგონას და 2 მამაკაცს. როგორც გაირკვა, პალესტინელი შემდგომში ისრაელის უშიშროების თანამშრომელმა მოკლა. თუმცა შემდეგ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თავდამსხმელი მძიმედაა დაჭრილი და არ გარდაცვლილა. ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის ჯარისკაცმა თელ-ავივის სადგურთან დანით სერიოზული ჭრილობა მიიღო. 18 წლის თავდამსხმელი დაკავებულია.
უცხოური პრესის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში ძალადობასთან ბრძოლის მკაცრი ზომების შესახებ განაცხადა.