Pink Floyd-ი 20 წლიანი შესვენების შემდეგ გამოსამშვიდობებელი ალბომით დაბრუნდა (ვიდეო)
ლეგენდარული ჯგუფი Pink Floyd-ი 20 წლიანი შესვენების შემდეგ ახალი ალბომით The Endless River-ით დაბრუნდა. ალბომი, რომელიც 2008 წელს გარდაცვლილი წევრის რიჩარდ რაიტის ხსოვნას ეძღვნება, გაყიდვაში უკვე გამოვიდა. ახალ 17 ინსტრუმენტალური კომპოზიცია და 1 სიმღერა Louder than words არის გაერთიანებული.
ალბომის საფუძვლად დევიდ გილმორმა და ნიკ მეისონმა ჯგუფის უკანასკნელი ალბომის The Division Bell-ის გამოუყენებელი მასალები აიღეს. თუმცა, გილმორის თქმით, მას ბევრი არაფერი აქვს საერთო ბოლო ალბომთან და Pink Floyd-ის ახალი, სრულფასოვანი ალბომია XXI საუკუნეში. ახალი ალბომის პროდიუსერები არიან დევიდ გილმორი, ფილ მანსანერა, ენდი ჯექსონი და Youth.
გამოსვლამდე ალბომმა Amazon-ის წინასწარი შეკვეთებით რეკორდი დაამყარა და ყველაზე სასურველი მოლოდინის მქონე ალბომად იქცა. ბრიტანული ჯგუფი Pink Floyd-ი 1965 წელს ჩამოყალიბდა. მოღვაწეობის მანძილზე კოლექტივმა 14 სტუდიური ალბომი ჩაწერა, რომელთა გაყიდვებმაც მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი ეგზემპლარი შეადგინა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3eVryCQ8wD8″ width=”560″ height=”315″]